გურჯაანის რაიონული სასამართლო დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 10:25 | 20.12.2018
ნანახია: 733

დღეს, 10:30 საათზე, გურჯაანის რაიონული სასამართლო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

დაკავებულის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

"დღეის მდგომარეობით არ არსებობს არც მიმალვის საფრთხე, არც დავით კირკიტაძისგან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მეტიც, დღეის მდგომარეობით პარლამენტის 30-მდე დეპუტატი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და აცხადებს თანხმობას, რომ თავდებად ჩაუდგნენ ბატონ დავითს და უზრუნველყონ მისი სათანადო ქცევა" - ამბობს ადვოკატი.

ენმ-ის წევრი 17 დეკემბერს კახეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე