დავით კირკიტაძე მშრალ შიმშილობას იწყებს

საქართველო, თბილისი - 14:18 | 19.12.2018
ნანახია: 941

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე მშრალ შიმშილობას იწყებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დავით კირკიტაძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რასაც კირკიტაძე არ აღიარებს.

ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს. ის 17 დეკემბერს დააკავეს. კირკიტაძე დაკავებულია ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე