სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ეკა ბესელიას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:51 | 19.12.2018
ნანახია: 615

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შეხვდა.

ეკა ბესელიას განცხადებით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, შემდეგი ეტაპის თანამშრომლობის ფორმებზე.

„როდესაც ქალბატონი სალომე პარლამენტის წევრი იყო, მისი სამუშაო ოთახი ჩემი სამუშაო ოთახის გვერდით იყო და და ბევრ სხვადასხვა თემაზე გვქონდა ხოლმე სამუშაო შეხვედრები. ახლა ეს იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის, შემდეგი ეტაპის თანამშრომლიბის ფორმებზე. პარლამენტისა და პრეზიდენტის მუშაობის პროცესი, ეს მუდმივად ერთამანეთთან დაკავშირებული პროცესია“, - განაცხადა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე