ახალ წელს, გალაკონცერტი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:47 | 19.12.2018
ნანახია: 589

კულტურის საკითხებში თბილისის მერის მოადგილის სოფო ხუნწარიას თქმით,  25 დეკემბრიდან ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას საშობაო სოფელი და 28 დეკემბრიდან სრულად დაიტვირთება.

„რესპუბლიკის მოედანზე 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა. წელს გრანდიოზული საახალწლო სოფელი იქნება და ყველა ღონისძიება იქნება ერთ სივრცეში, მათ შორის მთავარი ნაძვის ხე. იქ, სადაც საშობაო ბაზრობა იმართება, ორი სცენა იქნება მოწყობილი საბავშვო ღონისძიებებისთვის, დღის და საღამოს კონცერტებისთვის. მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ზღაპრის გმირები. ასევე იქნება საშობაო აქსესუარების სახელოსნოები და ა.შ.“,- განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

მისივე თქმით, ახალ წელს, გალაკონცერტი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

„გალაკონცერტი წელს რესპუბლიკის მოედანზე გვაქვს. საღამოს 23:00 საათზე დაიწყება. სცენა სამი სივრცისგან შედგება, რომელიც ძალიან ლამაზი გამოდის. ნიკოლოზ რაჭველი ორკესტრთან ერთად შეასრულებს არაჩვეულებრივ კინომუსიკას. ყველა დროის ყველაზე საყვარელი ქართული კინომუსიკა გაჟღერდება და რა თქმა უნდა, შოუბიზნესის წარმომადგენლებიც იდგებიან სცენაზე“,- განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე