ილონ მასკმა ლოს ანჯელესში მიწისქვეშა ჩქაროსნული გვირაბი გახსნა (ფოტო, ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:12 | 19.12.2018
ნანახია: 623

 

SpaceX-სა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა ლოს ანჯელესის ქვეშ ჩქაროსნული მიწისქვეშა გვირაბი გახსნა. პრეზენტაცია ჟურნლისტებისა და ვიპ-სტუმრებისთვის გაიმართა.

სტუმრები მიწისქვეშ ცხრა მეტრის სიღრმეში ლიფტით დაეშვნენ.

დაშვების დასრულების შემდეგ ვიწრო გვირაბმა, რომელიც წითელი იყო, მწვანე ფერი მიიღო და ავტომობილი დაიძრა. ის საათში 65 კმ-ით მოძრაობდა.

1კმ-სა და 500 მეტრის სიგრძის გზა სამ წუთში დაიფარა, სწორედ ამდენივე დრო დასჭირდათ სტუმრებს მაღლა ასვლისას. მასკმა, რომელიც ტრანპორტით გადატვირთული ლოს ანჯელსის პრობლემის მოგვარებას მიწისქვეშა გვირაბებში ხედავს, მგზავრობას ეპიკური უწოდა.  

მისი თქმით, გვირაბები მომავალში შუშასავით პრიალა და ჩქაროსნული მაგისტრალის მსგავსი იქნება. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ მიწისქვეშა გვირაბებით შესაძლოა, ქვეითებმა და ველოსიპედისტებმაც ისარგებლონ.

 

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე