მექსიკელმა ექიმებმა გუბერნატორის ცოლი მძევლდ აიყვანეს

საქართველო, თბილისი - 12:21 | 19.12.2018
ნანახია: 626

მექსიკაში, ტაბასკოს შტატის ქალაქ ვილიაერმოსის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმებმა, რომლებიც სახელფასო დავალიანების გადახდას მოითხოვდნენ შტატის გუბერნატორის, არტურო ნუნიესის მეუღლე მძევლად აიყვანეს.

მარტა ლილია ლოპესი, რომელიც ოჯახების განვითარების ინტეგრალურ სისტემას ხელმძღვანელობს,  ექიმებს 6 საათის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. ის პოლიციამ გაათავისუფლა. მარტა ლოპესი არ დაშავებულა.

პროტესტანტებმა პროკურატურის ორი ავტომობილი დააზიანეს. ექიმების სახელფასო დავალიანება და წლიური გაუცემელი პრემიების ტაბასკოს შტატში 10 მლნ დოლარს შეადგენს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე