Financial Times-მა წლის ადამიანად ჯორჯ სოროსი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 11:50 | 19.12.2018
ნანახია: 764

ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა ამერიკელი ფინანსისტი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი წლის ადამიანად დაასახელა.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, გამოცემა ტრადიციულად წლის ადამიანად ირჩევს პერსონას მისი დამსახურებების მიხედვით. სოროსის შემთხვევაში რედაქციის არჩევანი ასევე უკავშირდება იმ ღირებულებებს, რასაც ის წარმოადგენს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკელი ფინანსისტი ლიბერალური დემოკრატიისა და ღია საზოგადეობის მომხრეა.

ათწლეულობის განმავლობაში სოროსი ფილანტროპიის დახმარებით ებრძვის ავტორიტარიზმს, რასიზმსა და შეუწყრანებლობას. ღიაობისადმი, თავიუფალი მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვისადმი მისი ერთგულების გამო წლების  განმავლობაში მას თავს ატყდება ავტორიტარული რეჟიმებისა და უფროდაუფრო მეტი პოპულისტების რისხვა, რომლებიც ტავიანთი მდგომარეობას იმყარებენ, განსაკუთრებით ევროპაში“, - წერს გაზეთი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე