სალომე სამადაშვილი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი, უსაქმური და კანონების არმცოდნე იყო - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 11:26 | 19.12.2018
ნანახია: 697

სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი - უსაქმური და კანონების არმცოდნე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შესახებ განაცხადა.

ბესელიას ინფორმაციით, სამადაშვილს კომიტეტის სხდომებზე დასწრების ყველაზე მეტი გაცდენა აქვს.

„არ წაუკითხავს არც ერთი კანონპროექტი, რაც იხილება პარლამენტში“, - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს. როგორც სამადაშვილმა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, მას მწვავე საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა არ ეძლევა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე