Forbes-მა ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 19.12.2018
ნანახია: 700

ამერიკელი რეჟისორი ჯორჯ ლუკასი, რომლის ქონებაც 5,4 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ჟურნალ Forbes-ს ვერსიით, ცნობილ სახეებს  შორის კვლავ  ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ლიდერთა სამეულში ასევე მოხვდნენ რეჟისორი სტივენ სპილბერგი და ტელეწამყვანი ოპრა უინფრი.

სია 10 ყველზე მდიდარი ცნობილი ადამიანისგან შედგება, მათი საერთო ქონება 18,7 მლდრ დოლარს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 4 პროცენტით მეტია.

ჟურნალის მონაცემებით, სპილბერგის ქონება 3,7 მლრდ დოლარად შეფასდა, ოპრას ქონება კი 2,8 მლრდ დოლარად. მეოთხე ადგილი დაიკავა ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა 1,7 მლრდ დოლარით.

სიაში ასევე მოხვდნენ მოდელი კაილი ჯენერი (900 მლნ დოლარი), რეპერები Jay-Z (900 მლნ დოლარი) და Diddy (825 მლნ დოლარი), ილუზიონისტი და შოუმენი დევიდ კოპერფილდი (875 მლნ დოლარი), გოლფისტი ტაიგერ ვუდსი (800 მლნ დოლარი), მეათე ადგილი წილად ხვდა დეტექტიური რომანების ავტორს ჯეიმს პატერსონს, რომლის ქონებაც ასევ 800 მლნ დოლარს შეადგენს.

ჯორჯ ლუკასმა ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანის ტიტული გასულ წელსაც მიიღო, მაშინ მისი ქონება 5,5 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.

ამერიკელი ყველაზე მდიდარი  ცნობილი სახეების ტრადიციული ყოველწლიური რეიტინგი ითვალისწინებს მათი კომპანიებიდან მიღებულ შემოსავალს, მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და ხელოვნების ნიმუშებს. სავალდებულო კრიტერიუმად მიიჩნევა ის, რომ კანდიდატი იყოს აშშ-ის მოქალაქე, რომელმაც ქონება თავისი კარიერით დააგროვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე