ველისციხეში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:05 | 19.12.2018
ნანახია: 681

სამართალდამცველებმა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ, შოთა დალაქიშვილზე ძალადობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ გამოკითხა თავად შოთა დალაქიშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა მას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს. საგამოძიებო ორგანოს მტკიცებით, ორივე დაკავებული დანაშაულს აღიარებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის 1988 წელს დაბადებული შ.დ.-ს გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს.

„პოლიციის მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ქ. გურჯაანში დაკავებული არიან შ.დ.-ზე ძალადობაში მონაწილე პირები: 1967 წელს დაბადებული გ.მ. და 1971 წელს დაბადებული მ.უ. რომლებიც აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენა-დაკავებისმიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე