2016 წელს, სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების და რელიეფური ელექტრონული მონაცემების მიღების სისტემის რეფორმირება იგეგმება

საქართველო, თბილისი - 13:03 | 10.12.2015
ნანახია: 1475

2016 წელს, სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების და რელიეფური ელექტრონული მონაცემების მიღების, შეთანხმების და მომხმარებლებამდე მიწოდების არსებული სისტემის რეფორმირება იგეგმება. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების და რელიეფური ელექტრონული მონაცემების მოწოდების საკითხებზე სამოქალაქო ავიაციისა და საჯარო რეესტრის სააგენტოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

უკვე ცნობილია, რომ ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სიზუსტისა და ხარისხის შემდგომი ამაღლების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციტივით, შესაბამისი რეფორმა 2016 წელის განმავლობაში განხორციელდებას.

სააგენტოს ინფორმაციით, ახალ მექანიზმს ითვალისწინებს მთავრობის დადგენილების პროექტი „ჰაერსანაოსნო ინფორმაციის/მონაცემების მიმწოდებლების, მათი უფლებამოვალეობების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის/მონაცემების წარდგენის წესის“ შესახებ რომელის პროექტზეც სააგენტო მუშაობს. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური ხასიათის კონსულტაციები ყველა ჩართულ უწყებასთან.

დადგენილების პროექტით გათვალისწინებული ახალ მექანიზმის გაცნობა, ჩართული უწყებების ფუნქცია-მოვალეობებზე და ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო ვალდებულებებზე ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა 4 დეკემბერს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქაერონავიგაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის გამართული სამუშაო შეხვედრის მთავარ საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ „ჰაერსანაოსნო ინფორმაციის/მონაცემების მიმწოდებლების, მათი უფლებამოვალეობების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის/მონაცემების წარდგენის წესის“ შესახებ მთავრობის დადგენილება 2016 წლის 1 მარტიდან ამოქმედება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე