პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 2018 წელს 80 ჟურნალისტი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 16:42 | 18.12.2018
ნანახია: 649

2018 წლის დასაწყისიდან მსოფლიოში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 80 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ  ანგარიშშია ნათქვამი.

ამასთან, ჟურნალისტური საქმიანობს დროს დააკავეს 348 ადამიანი, კიდევ 60 ჟურნალისტი მძევლად ჰყავთ აყვანილი, 3 კი დაკარგულია.

გასული წელთან შედარებით ჟურნალისტების დაღუპვის შემთხვევები 8 პროცენტით არის გაზრდილი.

მედიის 31 წარმომადგენელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საშიშ რეგიონებში დაიღუპა, 49 ჟურნალისტი წინასწარ დაგეგმილ თავდასხმას ემსხვერპლა. რეპორტიორების 55 პროცენტი დაღუპვის მომენტში საომარი მოქმედებების ზონაში იმყოფებოდა.

2018 წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი ავღანეთში დაიღუპა. ამ ქვეყანაში 15 რეპორტიორი და მასმედიის წარმომადგენელია მოკლული. ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნებად დასახელდა სირია, მექსიკა, იემენი, ინდოეთი და აშშ.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე მეტი დაპატიმრებული ჟურნალისტია არის ჩინეთი, ეგვიპტე, თურქეთი, საუდის არაბეთი და ირანი. სულ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ამ ქვეყნების ციხეებში 187 ადამიანი იმყოფება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე