21, 22, 23 დეკემბერს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:00 | 18.12.2018
ნანახია: 836

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ტრადიციულად, 21,22, 23 დეკემბერს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალს იწყებს.

მხოლოდ 3 დღით, წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელით. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს ძველ და ახალ გამოცემებს. 

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას. საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. 

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის საელჩო საქართველოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე