პრეზიდენტი გადატვირთული დღის წესრიგის გამო ამბასადორიალს არ დაესწრო

საქართველო, თბილისი - 10:52 | 18.12.2018
ნანახია: 576

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბასადორიალი 2018-ს არ დაესწრო. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი უნდა დასწრებოდა ამბასადორიალს თუმცა, მან ადმინისტრაციული საქმეების გამო ვერ მოიცალა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შესახვედრად.

„ქალბატონ პრეზიდენტს აქვს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი. მოგეხსენებათ, ის აქტიურად მუშაობს საკუთარი გუნდის აპარატის ფორმირებაზე, სწორედ ამ დღეების განმავლობაში.  ვითვალისწინებთ ამას, მაგრამ დარწმუნებული ვართ არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ მომავალში ქართველ დიპლომატებთან მოხდეს შეხვედრა და გავიაროთ ყველა პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც მან ასე კარგად, მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავის გამოსვლაში ინაუგურაციაზე. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა და ბუნებრივია, ამ საერთო მიზნების მისაღწევად ერთობლივად ვიმუშავებთ, მომავალში,“-ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე