მიდით, მკვლელები დააწინაურეთ - ზაზა სარალიძეს სააპელაციო სასამართლოს შენობა დაატოვებინეს

საქართველო, თბილისი - 15:18 | 18.12.2018
ნანახია: 823

ზაზა სარალიძეს მანდატურებმა სააპელაციო სასამართლოს შენობა დაატოვებინეს. ინციდენტი სასამართლოში ცოტა ხნის წინ მოხდა. 

ზაზა სარალიძის თქმით, ხორავას საქმის პროკურორი იმედა გუგუშვილის  დაწინაურებას აპირებენ. 

მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის პროკურორს. მანდატურებმა სარალიძეს სასამართლოს შენობა დაატოვებინეს. 

„რას ჰქვია მიწინაურებთ პროკურორს, შ.. ხომ არ გაქვთ, თქვენი დ... მ.... ჩემი შვილის  მკვლელები გარეთ არიან და აწინაურებთ ხალხს. ფუ თქვენი დე.. შევ... მიდი ყველას დააწინაურეთ , მკვლელები დააწინაურეთ! იმის მაგივრად, რომ ხალხი პასუხისგებაში მისცენ, აწინაურებენ. რომელ სამართალზე უნდა ვილაპარაკო. იმედა გუგუშვილი, რომელიც იყო ზვიად ფხაკაძის გვერდშიო მთელი  ამ პროცესის განმავლობაში, რომელიც აყალბებდა აქტიურად ჩემი შვილის საქმეს და მფარველობდა  მკვლელებს, დააწინაურესო ეგ ინფორმაცია გავიგე ახლა,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პროკურორ იმედა გუგუშვილის დაწინაურებას არ ადასტურებენ მთავარ პროკურატურაში. საქმის პროკურორი თორნიკე ნადირაძე კი აცხადებს, რომ მან არ იცის დააწინაურეს თუ არა მისი კოლეგა და ამასთან ეს საქმესთან კავშირში არ არის. 

ხორავას ქუჩის საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. დაცვის მხარე დამატებითი მტკიცებულებების-  საპარლამენტო საგამოძიებო კომისაზე დაკითხული მოწმეების ვიდეო-აუდიო ჩანაწერების დართვას ითხოვს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე