ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დავით იაშვილს, გურამ დონაძეს და ზურა მიქაძეს პატმრობა მიესაჯათ

საქართველო, თბილისი - 14:36 | 18.12.2018
ნანახია: 724

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალდებულებს დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და ირაკლი ფირცხალავას პატიმრობა მიესაჯათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ირაკლი ფირცხალავას მიესაჯა – 5 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წლითა და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ზაზა ბაქრაძეს პირობითი პატიმრობა მიესაჯა. ზაზა ბაქრაძემ საქმეზე ბრალი აღიარა.

ბუტა რობაქიძე თბილიში 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს. ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი -  გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე