2018 წელს უკანონო თევზჭერის 336 ფაქტი გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 14:19 | 18.12.2018
ნანახია: 622

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის განმავლობაში, 336 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 145 ფაქტი შეიცავდა. 

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 66 ფაქტი, გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 57 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 50 ფაქტი გამოავლინეს. კახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით გამოვლინდა 42 ფაქტი, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 39 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 22; აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს 29 ფაქტი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა - 12 ფაქტი, ხოლო თბილისში - 19 ფაქტი დაფიქსირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ პრევენციულ ღონისძიებებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე