გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციას რუსეთის მიერ ყირიმის, შავი და აზოვის ზღვების მილიტარიზაციის შესახებ მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 14:09 | 18.12.2018
ნანახია: 535

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა უკრაინის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის, შავი ზღვის ნაწილისა და აზოვის ზღვის მილიტარიზაციის პრობლემის შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 66-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, წინააღმდეგ 19 ქვეყანა გამოვიდა, 72-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციის მიხედვით, რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ გაიყვანოს ჯარები ყირიმიდან და შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია.

ასევე გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება ოკუპანტი ქვეყნის -რუსეთის მხრიდან ყირიმის მილიტარიზაციის თაობაზე.

ასევე გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის მხრიდან ვითარების გამწვავებისა და  უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ, მათ შორის უკარაინის შეიარღებული ძალების სამხედრო გემების წინააღმდეგ. რეზოლუციის ხელმომწერი ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გემები, ეკიპაჟი და ტექნიკა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე