თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები იწყება
საქართველო, თბილისი - 12:57 | 10.12.2015 ნანახია: 1359საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოსაწერად მოლაპარაკებები იწყება - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინურ მხარესთან ხელი მოაწერა ურთიერთგანზრახვის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები გაიმართება.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორივე მხარე მოწადინებულია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს აღნიშნული მოლაპარაკებები, რათა კერძო სექტორს მიეცეს ბიზნესისა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ 800 მილიონიან ბაზარზე გვაქვს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები, ხოლო ჩინეთთან ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერის შემდეგ ეს უკვე იქნება სადღაც ორი მილიარდ ორასი მილიონის მოსახლეობაზე წვდომა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ტრადიციული დარგებიც კიდევ უფრო უკეთესად განვითარდება. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დიდი აქცენტები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით, ასევე აგრარულ პროდუქტებთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, რომ მოლაპარაკებების ბოლოს ქართულ ღვინოს ექნება ძალიან პრეფერენციული რეჟიმი ჩინეთში შემოსვლისთვის“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აბრეშუმის გზის ფონდში. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვედრებს გამართავს ჩინეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა