საქართველოს ძიუდოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 13:29 | 18.12.2018
ნანახია: 1326

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ნაკრების მთავარ მწვრთნელად გურამ მოდებაძე დანიშნა.  გადაწყვეტილება 17 დეკემბერს, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომამ მიიღო, რომელიც მედიისგან მალულად ჩატარდა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის - ილიას ილიადისის (ჯარჯი ზვიადაურის) კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ ფედერაციის აღმასკომმა სხვა ვარიანტი ამჯობინა.

გურამ მოდებაძე ოფიციალურად საქმიანობას რამდენიმე დღეში შეუდგება. 27-28 დეკემბერს ძიუდოისტები საქართველოს ჩემპიონატში ჩაებმებიან და შედეგებით ნაკრების ის შემადგენლობა გამოიკვეთება, რომელიც მომავალ სეზონში, საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე