ჩინური კომპანია. Sinochem-ი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

საქართველო, თბილისი - 12:53 | 10.12.2015
ნანახია: 1525

გიორგი პერტაია, მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. საინვესტოციო სააგენტოს ხელმძღვანელის ვიზიტის მიზანს საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობის მიღება და სხვადასხვა ჩინური კომპანიების ხელმძღვანელებთან საინვესტიციო პროექტებზე სასაუბროდ პირისპირ შეხვედრების გამართვას წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ კომპანია Sinochem ჯგუფთან. ჯგუფის კომპანიათა სიაში შედის ჩინეთის სახელმწიფო ნავთობ კომპანია და ჩინეთის წამყვანი ქიმიური მომსახურების კომპანია. Sinochem ჯგუფი ასევე სარგებლობს ძლიერი გავლენით ჩინეთის ვუძრავი ქონების და არასაბანკო ფინანსური მომსახურების სექტორებში.  

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოტენციალი ქვეყნის ისეთ წამყვან სექტორებში როგორებიცაა ლოგისტიკა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და სასტუმროების ბიზნესი.

Sinochem ჯგუპის წარმომადგენელმა ბ.ნ. იუ ლემინმა გამოთქვა ინტერესი საქართველოში შესაძლო ინვესტიციების განხორციელების შესახბებ და სააგენტო ყველა სექტორის მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას Sinochem -ის წარმომადგენლებთან კონკრეტული პროექტებზე ინფორმაციის გაზიარებისა და სამუშაო ჯგუფის ვიზიტის დაგეგმვის კუთხით.

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის ჩინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დასრულებამდე ასევე დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩინეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე