პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლაშა ჟვანია, ხოლო საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნია დანიშნა

საქართველო, თბილისი - 12:09 | 18.12.2018
ნანახია: 721

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, ხოლო დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშნა.

როგორც ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში განაცხადა, გუნდის სრული შემადგენლობის შესახებ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

„გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია, როგორც ადმინისტრაციის უფროსი და ამ დილით დიმიტრი გაბუნია, როგორც ჩემი საპარლამენტო მდივანი, რამეთუ პარლამენტთან უკვე არის ძალიან ბევრი საქმე.

ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება. ამ დღეებში შევჯერდებით იმ ადამიანებზე, ვინ შემოგვიერთდებიან და კვირის ბოლოს გეტყვით, ვინ იქნება მთავარი ბირთვი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე