ნიუ იორკის შტატში მომავალი წლიდან მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდება

საქართველო, თბილისი - 12:04 | 18.12.2018
ნანახია: 611

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ 2019 წელს მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდება.

კუომოს თქმით, რეკრეაციული მარიხუანის გამოყენების რეგულირება, ლეგალიზაცია და დაბეგვრა ბოლოს მოუღებს გაუმართლებელ კრიმინალიზაციას.

დღეისათვის მარიხუანა ლეგალიზებულია ამერიკის ცხრა შტატში (ვაშინგტონი, ორეგონი, ნევადა, კალიფორნია, კოლორადო, ვერმონტი, მენი და მასაჩუსეტსი), ასევე აშშ-ის დედაქალაქში. სამედიცინო მოხმარებისთვის მისი გამოყენება დასაშვები უკვე 30 შტატში იქნება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე