ეს იქნება პაატა თუ სხვა, ასეთ ვითარებაში, პუტინის წინ სიმღერა ცუდია -გიგი წერეთელი

საქართველო, თბილისი - 11:55 | 18.12.2018
ნანახია: 673

ეს იქნება პაატა თუ სხვა, ასეთ ვითარებაში, პუტინის წინ სიმღერა ცუდია, - ამის შეახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა და 15 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე პაატა ბურჭულაძის გამოსვლა უარყოფითად შეაფასა.

„პაატა ბურჭულაძეს ძალიან კარგად ვიცნობ, მასთან ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ეს იქნება პაატა თუ სხვა, ასეთ ვითარებაში, პუტინის წინ სიმღერა ცუდია”, – განაცხადა წერეთელმა.

15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე