აქციის მონაწილეების ქმედებები გასცდა მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების ფორმებსა და ფარგლებს - ნინო ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 11:50 | 18.12.2018
ნანახია: 748

გარკვეულ შემთხვევებში, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს, მნიშვნელოვანია, გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის დაკავებას, ნინო ლომჯარიას თქმით, ეს საკითხი სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა.

„ეს არის სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს კომპეტენცია. ვფიქრობ, ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების ფორმებსა და ფარგლებს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისი თქმით, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება უნდა წარიმართოს.

„ჩვენ მთელი დღის მასალებს ვსწავლობთ, რათა დავადგინოთ ვისი მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი, მათ შორის იმას, როგორ შეასრულეს თავისი ფუნქცია პოლიციელებმა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი მოსაზრებები. ყველა ასეთ დელიკატურ ვითარებაში მნიშვნელოვანია, გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს”, – განაცხადა ლომჯარიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე