პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში მივიდა

საქართველო, თბილისი - 11:44 | 18.12.2018
ნანახია: 608

საქართველოს პრეზინდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მივიდა.

მას ადგილზე ლაშა ჟვანია, რომელიც ადმინისტრაციის უფროსად განიხილება და სავარაუდოდ, მომავალი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია დახვდა.

სალომე ზურაბიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან და ოპერატორებთან ერთად საპრეზიდენტო რეზიდენციას დაათვალიერებს. ის სამუშაო კაბინეტს და სარემონტო სამუშაოებსაც მოინახულებს. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ ისაუბრებს ის სამომავლო გეგმებზე. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე