კულტურაში ცუდი არაფერია, მაგრამ შეუთავსებადია პოლიტიკურ ამბიციებთან, რომელიც პაატა ბურჭულაძეს აქვს - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 11:00 | 18.12.2018
ნანახია: 666

პაატა ბურჭულაძის პოზიცია არასდროს არ შეცვლილა., – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული კონცერტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე ყოველთვის რუსული ნომენკლატურა იყო.

„იგი რასაკვირველია იყო ყოველთვის რუსული ნომენკლატურა, თუმცა ვთქვათ კულტურის სფეროში, კიდევ სხვა სფეროში ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არის ნაწილი რუსული კულტურის. კულტურაში რასაკვირველია ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ შეუთავსებადია პოლიტიკურ ამბიციებთან, რომელიც მას აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე