14 წლის მოზარდი დანის გამოყენების მუქარით დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 10:55 | 18.12.2018
ნანახია: 626

14 წლის მოზარდი დანის გამოყენების მუქარით დააყაჩაღეს. შემთხვევა თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონში დღისით მოხდა.

ქუჩაში მიმავალი არასრულწლოვანი რამდენიმე პირმა გააჩერა და მობილური ტელეფონი წაართვა. მოზარდი პოლიციაში უკვე გამოკითხეს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით სამართალდაცველებს არავინ დაუკავებიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე