ბრედ პიტი 55-ე დაბადების დღეს მარტოობაში ხვდება

საქართველო, თბილისი - 10:40 | 18.12.2018
ნანახია: 2170

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი დღეს 55 წლის გახდა. ის ხმაურიანი წვეულების მოწყობას არ აპირებს, უბრალოდ მეგობრებს დაპატიჟებს და მხოლოდ კენკრის წვენს დალევს.

უკვე ორი წელია ბრედს ამ სასმელის გარდა არაფერი დაულევია. მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლიმ შვილებს ხელი მოკიდა, ქმარს ცხვირწინ კარი მიუჯახუნა და განქორწინებაზე სასამართლოში განცხადება შეიტანა. ამ დღიდან მოყოლებული ყოფილი ცოლ-ქმარი, რომელიც ერთ დროს ჰოლივუდის ულამაზეს წყვილად იყო აღიარებული, ექვს შვილს ვერ იყოფს.

ანჯელინა შვილებზე ერთპიროვნულ მეურვეობას მოითხოვს, რადგან ამბობს, რომ ბრედი აკლკოჰოლზე დამოკიდებულია, უყვარს მოსაწევი და ბავშვებს ვერ ანდობს. პიტი კი კვირიდან კვირამდე ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე ტესტებს იტარებს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამ მავნე ჩვევებზე უარი თქვა და სასამართლოს შვილებზე თანაბარ მურვეობას სთხოვს.

მთავარი საჩუქარი, რომელიც მსახიობმა 55 წლისთავზე მიიღო, სამშვიდობო შეთანხმებაა, რომელსაც ხელი პიტმა და ჯოლიმ ამ დღეებში მოაწერეს. მეურვეობაზე შეთანხმების პირობები არ ხმაურდება, თუმცა წყვილის ნაცნობები ამბობენ, რომ ადვოკატებმა ანჯელინა დაარწმუნეს, რომ ბრედს ნება დართოს შვილებთან იმდენივე დრო გაატაროს, რამდენსაც ის ატარებს. შეიძლება ითქვას, რომ ანჯელინა ჯოლიმ ყოფილ ქმარს დაბადების დღე ჩაუშხამა. მან მოახერხა და შვილები მამის წინააღმდეგ აამხედრა. ცოტა ხნის წინ ანჯელინა 15 წლის ვაჟს პაქსს გამოუტყდა, რომ ბრედი მისი შვილად აყვანის წინააღმდეგი იყო და ძალიან გაბრაზდა, როდესაც შეიტყო, რომ ანჯელინამ მაინც გააფორმა დოკუმენტები სამი წლის ობოლი ვიეტნამელი ბიჭუნას შვილად აყვანის შესახებ. მოხდა ისე, რომ პაქსი უარს ამბობს მამასთან შეხვედრაზე და არც დაბადების დღის მილოცვას აპირებს. ბრედს ასევე დაძაბული ურთიერთობა აქვს უფროს ვაჟთან - 17 წლის მედოქსთან. ბიჭი ყოველთვის ანჯელინას საყვარელი შვილი იყო და ყველა შემთხვევაში მხარს დედას უჭერდა. ასე, რომ მამას დაბადების დღეს არც ის მიულოცავს. უმცროსი შვილები - 13 წლის ზახარი, 12 წლის შაილო და 10 წლის ტყუპები ნოქსი და ვივიენი კი აუცილებლად ჩააქრობენ მამასთან ერთად ტორტზე დანთებულ სანთლებს. გარემოცვის წევრების თქმით, მამასთან შეხვედრა ყველაზე მეტად შაილოს უხარია.

ბრედ პიტის საუკეთესო ფილმებია: „ინტერვიუ ვამპირთან“, „მებრძოლთა კლუბი“, „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“, „ბენჯამინ ბატონის უცნაურ ისტორია“, „უსახელო ნაძირლები“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე