რაც გუშინ ხდებოდა სისხლის სამართლის დანაშაულია იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც ზოგი პოლიციელს ახტებოდა თავზე, ზოგი მანქანას - ბესელია

საქართველო, თბილისი - 16:38 | 17.12.2018
ნანახია: 806

ეს ფაქტი აშკარად სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გუშინ ხდებოდა იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც ზოგი პოლიციელს ახტებოდა თავზე, ზოგი მანქანას ახტებოდა, ძალადობდა, ხელს სწევდა და ეს ყველაფერი ითარგმნება სისხლის სამართლის კოდექსით, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

მან "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გურჯაანში, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთნაირად იქცევა ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნისას, ხელწერა არ ეცვლებათ. 

„თქვენივე კოლეგების მიმართ გამოხატული ძალადობის ფაქტებზე არც მე მომისმენია არც ერთი განცხადება, რომლითაც დაგმეთ  პარლამენტის წევრების, თამარ ხულორდავასა და სოფო ქაცარავას მიმართ თავდასხმა, რომელიც არ იყო შემთხვევითი. როგორც ჩანს, არის ეჭვი, რომ ამას წინ უძღოდა ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის, პარლამენტის წევრის მითითება, რომ ეს იყო სწორედ პარლამენტის მანქანა, რომლის მიმართაც შეიძლებოდა ამ აგრესიის გამოხატვა. თამარ ხულორდავა გამოეხმაურა ამ ფაქტს და მეც ვითხოვ მის გამოძიებას. ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპულია, პარლამენტის პრესტიჟზე რომ საუბარობთ, მოხდეს ამ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება.

თქვენ რომ ეს მოგწონთ, რაც გუშინ ნახეთ და აქეთ რომ იშვერთ ხელს, ეს მე არ მიკვირს. ეს ის ხელწერაა, რაც ბევრჯერ გვინახავს. ეს ფაქტი აშკარად სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გუშინ ხდებოდა იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც ზოგი პოლიციელს ახტებოდა თავზე, ზოგი მანქანას ახტებოდა, ძალადობდა, ხელს სწევდა და ეს ყველაფერი ითარგმნება სისხლის სამართლის კოდექსით, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ნამდვილად ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ გიორგი გახარიას არც ერთ მის კომენტარში არ უთქვამს, რომ ოპოზიცია დაისჯებოდა მხოლოდ, მან თქვა – სტატუსის მიუხედავად ყველა.

სტატუსის მქონე ადამიანი ყველაზე მკაცრად ისჯება, ასე წერია კოდექსში, რადგან რაც უფრო მაღალია პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსი, მაღალია და იზრდება პასუხისმგებლობა. როგორ იქცეოდა იქ თქვენი კოლეგა პარლამენტის წევრი, ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს, რადგან პარლამენტის წევრი უნდა იყოს კანონის დაცვის მაგალითი. ვიდრე გახარიას მოსვლას მოითხოვთ, იქამდე თუ იმის შემდეგ, საჭიროა სწრაფი, დაუყოვნებლივი რეაგირება მომხდარზე. ოპოზიციაში ხართ თუ ხელისუფლებაში, ხელწერა არ გეცვლებათ, ერთნაირად იქცევით, ხალხნო, რა მოგწონდათ და რა მოგეწონათ იმ საქციელში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე