საერთაშორისო ასპარეზზე, ქუჩაში, ბაზრობებზე, ყველგან, სადაც უთო ჩაირთვება უნდა ისმოდეს პროპორციული არჩევნები – გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 16:30 | 17.12.2018
ნანახია: 655

ჩვენ არ და ვერ ვიქნებით იმ აქციის ორგანიზატორები, რომლის შესახებაც მედიის საშუალებით შევიტყვეთ, ეს ბუნებრივი და ლოგიკურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გაერთიანებული ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი გრძნობს დაკვეთას, რომ იყოს უფრო აქტიური და მოძებნოს ბრძოლის სხვადასხვა საშუალება.

„ვფიქრობ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო პლატფორმა უნდა შევქმნათ და უნდა გვქონდეს კოორდინაცია, რათა გვერდზე გადავდოთ საკითხები, რაც განგვასხვავებს. ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც არის ერთადერთი დ მთავარი გამოსავალი, ეს არის ბრძოლა პროპორციული არჩევნებისთვის. საერთაშორისო ასპარეზზე, ქუჩაში, ბაზრობებზე, ყველგან, სადაც უთო ჩაირთვება უნდა ისმოდეს პროპორციული არჩევნები”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს იწყებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე