ლაშა ჟვანიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში სავარაუდოდ, ხვალ მედიასთან ერთად მივა

საქართველო, თბილისი - 15:48 | 17.12.2018
ნანახია: 659

სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში სავარაუდოდ, ხვალ მედიასთან ერთად მივა, - ამის შესახებ პრეზიდენტის წარმომადგენელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ათონელის რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელი სრულად არ არის დასრულებული, თუმცა უკანა მხარეს მდებარე ფლიგელი სრულად დასრულებულია და პრეზიდენტი საქმიანობას დროებით იქ დაიწყებს.

„ხვალიდან უკვე ადმინისტრაციის ფლიგელი მოეწყობა. რამდენიმე საკითხია გადასაწყვეტი. ინტერნეტი გაყვანილია. ავლაბრის რეზიდენციიდან ნელ-ნელა გადმოვიტანთ კომპიუტერულ ტექნიკას. ნაწილობრივ, ავლაბრის რეზიდენციაში შენარჩუნდებიან ის პირები, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის მუშაობისთვის. ყველაფერი ნელ-ნელა, წყნარი ნაბიჯებით არის გასაკეთებელი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობაში რაიმე პრობლემა არ შეიქმნას”, - განაცხადა ჟვანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე