პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა კვირის ბოლოს ან ორშაბათს გახდება ცნობილი - ლაშა ჟვანია

საქართველო, თბილისი - 15:03 | 17.12.2018
ნანახია: 620

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა კვირის ბოლოს ან, ყველაზე გვიან, ორშაბათს გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

როგორც ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, პრეზიდენტი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას.

„ადმინისტრაციის შემადგენლობა კვირის ბოლოს ან, ყველაზე გვიან, ორშაბათს გახდება ცნობილი. პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს გუნდის შესახებ. რამოდენიმე თანამდებობაზე მოიაზრება რამოდენიმე ადამიანი, აქ საუბარია მრჩეველთა ჯგუფის შერჩევაზე. პრეზიდენტი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა აქვე ყველას, ჩემი ჩათვლით, შეთავაზება ექნება, იმუშაონ ექვსი თვე, თუ გაამართლებენ, გააგრძელებენ მუშაობას”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე