სიტყვის, შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია, მაგრამ გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო სერიოზული პროვოკაციები – სოფო კილაძე

საქართველო, თბილისი - 14:45 | 17.12.2018
ნანახია: 742

ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ის, რაც გუშინ ვნახეთ, შეიცავდა სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ გუეჯაანში, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება უნდა ჰქონდეს.

„არ არის ინდულგენცია რომელიმე პარტიის წევრობა ან დეპუტატობა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა მოეთხოვოს პასუხი. პოლიტიკური პარტიის წევრობა, წამებულის მანტია არ უნდა იყოს ინდულგენციის საგანი. რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, ეს არის უკიდურესად არადემოკრატიული. სიტყვის თავისუფლება, შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია, მაგრამ გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო სერიოზული პროვოკაციები“, – განაცხადა კილაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე