არ ვაპირებ კრიმინალ გახარიას დავემორჩილო - დავით კირკიტაძე

საქართველო, თბილისი - 14:41 | 17.12.2018
ნანახია: 693

არ ვაპირებ კრიმინალ გახარიას დავემორჩილო და სადმე მივიდე, თუ ჩვენება მაქვს მისაცემი, ამას სასამართლოში გავაკეთებ, მას შემდეგ, რაც დააკავებენ ზონდერებს, ვინც შეგვიზღუდეს პროტესტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეებს გადაადგილების უფლება შეუზღუდა. 

„ჩვენ გვქონდა სატრანსპორტო საშუალებების გაწევის მცდელობა, რათა გზა გაგვეგრძელებინა. ჩანს, რომ პოლიციელები გვაყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჩანს, ვინ დაიწყო ჩხუბი, პროვოკაცია და ეგ კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ტიპის სამართალდამცავებთან გვაქვს საქმე. მოგიწოდებთ, უყუროთ თავიდან ბოლომდე და ჩანს ვინ ჩაგვიხერგა გზა”, – განაცხადა კირკიტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე