რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთზე"თავდასხმას - სერგეი ლავროვი

საქართველო, თბილისი - 14:26 | 17.12.2018
ნანახია: 745

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რადიო "კომსომოლსკაია პრავდასთან" ინტერვიუში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ახსენა და განაცხადა, რომ მათზე თავდასხმას არ დაუშვებს."რუსეთის ფედერაცია არასდროს დაუშვებს ვინმე თავს დაესხას თავის მოკავშირეებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. სერგეი ლავროვმა ამის შესახებ რადიო „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ საუბრისას განაცხადა.

 „დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ცხვირს ვერსად შეყოფენ თავისი ბატალიონებით. მათ ესმით, რომ ჩვენ მოკავშირული ურთიერთობები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და არავის მივცემთ უფლებას თავს დაესხას ჩვენს მოკავშირეებს“, - განაცხადა ლავროვმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე