პარლამენტის წევრ ქალებს დაუპირისპირდნენ, პარლამენტის კუთვნილი ავტომობილი დაზიანდა და დაიმტვრა, რაც ყოველგვარ პროტესტსა და სამართლებრივ ჩარჩოებს გაცდენილია - ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 14:12 | 17.12.2018
ნანახია: 601

პარლამენტის წევრ ქალებს დაუპირისპირდნენ, პარლამენტის კუთვნილი ავტომობილი დაზიანდა და დაიმტვრა, რაც ყოველგვარ პროტესტსა და სამართლებრივ ჩარჩოებს გაცდენილია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირებას ველოდები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ოპოზიციის გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურად, ოპოზიციის გუშინდელი მცდელობები სრულიად სახედაკარგული იყო.

„საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გადაფარვის თუ ჩაშლის მცდელობები იყო. სხვადასხვა ვიდეოჩანაწერში კონსტიტუციური უფლება კი არა, კანონდარღვევები და დანაშაულები ვიხილეთ. მათ შორის, პარლამენტის ქალი წევრების მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალტერნატიული გზებისა და ტრანსპორტის შეთავაზებაზე განცხადება არაერთხელ გააკეთა. ვინც აგრესიულად იქცეოდა და სახელმწიფოს კუთვნილ ქონებას ამტვრევდა, იმ ადამიანების ამოცანა გადაადგილება კი არ იყო, არამედ საკუთარი თავის ისე წარმოჩენა, როგორც წარმოაჩინეს“, –განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე