მთელი 2018 წლის განმავლობაში, არაერთი დემონსტრაცია და აქცია იყო და პოლიციამ კარგად აჩვენა, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ისევე, როგორც გუშინ - მეზვრიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:07 | 17.12.2018
ნანახია: 780

თუ აქცია კანონის ფარგლებში იქნება, არანაირი პრობლემა არ არის, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწყობს მას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მთელი 2018 წლის განმავლობაში, არაერთი დემონასტრაცია და აქცია იყო და პოლიციამ კარგად აჩვენა, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„კანონის ფარგლებში თუ იქნება ეს ყველაფერი, არანაირი პრობლემა არ არის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწყობს ამ აქციას. მთელი 2018 წლის განმავლობაში, არაერთი დემონასტრაცია და აქცია იყო და პოლიციამ კარგად აჩვენა, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ისევე, როგორც გუშინ, კარგად დაინახა საზოგადოებამ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ გადაადგილების თავისუფლებას. თუ ადამიანები არ გასცდებიან, გადაადგილების თავისუფლებას არანაირი პრობლემა არ არის“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე