საბერძენთში ტელეკომპანიის შენობასთან ბომბი აფეთქდა

საქართველო, თბილისი - 14:03 | 17.12.2018
ნანახია: 809

ათენში ტელეკომპანია Skai TV-ის შენობასთან ბომბი აფეთქდა. ამის შესახებ საბერძნეთის პოლიცია იუწყება.

თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობის პირველი და მეორე სართულები. დაშავებულები არ არიან.

აფეთქებამდე 45 წუთით ადრე ვებგვერდ Zougla-ს  და ტელეარხ Antenna-ს ხელმძღვანელობას მოსალოდნელი აფეთქების შესახებ ტელეფონით აცნობეს. პოლიციამ თანამშრომელების ევაკუაცია განახორციელა და მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრა.

მოქალაქეების დაცვის მინისტრი ოლგა გეროვასილი და საბერძნეთის პოლიციის ხელმძღვანელები ადგილზე უმალავე მივიდნენ. მინისტრის თქმით, ტერორიზმისა და ფაშიზმის მხარდამჭერები სასტიკად დაისჯებიან.

მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე