ესპანელმა აქტივისტებმა ბეწვეულისა და ტყავის გამოყენება გაშიშვლებით გააპროტესტეს (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 13:49 | 17.12.2018
ნანახია: 644

მოდის ბრენდების პროდუქციაში ბეწვეულისა და ტყავის გამოყენების საწინააღმდეგოდ, ბარსელონას ერთ-ერთ მთავარ მოედანზე ათობით მოქალაქე გაშიშვლდა.  ამის შესახებ The Independent-ი იუწყება.

კატალუნიას მოედანზე გამართული ფლეშმობის დროს აქტივისტები სრულიად გაშიშვლდნენ და სხეულები ხელოვნური სისხლით შეიღებეს.

ფლეშმობის მონაწილეებმა მომაკვდავი ცხოველები განასახიერეს. ერთ-ერთი გოგონა გამოვიდა ტრანსპარანტით, რომელზეც ჰქონდა შემდეგი წარწერა:  „კიდევ რამდენი სიცოცხლე სჭირდება ერთ ქურქს?“

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია Anima Naturalis, რომელიც ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში ცხოველების უფლებებს იცავს.

ორგანიზაცია PETA-ს (ადამიანები ცხოველების მიმართ ეთიკური მოპყრობისათვის) მონაცემებით, მთელს მსოფლიოში გაყიდული ბეწვეულის  85 პროცენტზე მეტი ფერმერულ მეურნეობებზე მოდის, სადაც მელებს, წაულებსა სხვა ცხოველებს სვამენ გალიებში, ვიდრე მოკლავენ და ტყავს გააძრობენ. „მოდური არაფერია იმაში, რომ გამოიყენო ნაწამები ცხოველების ტყავი ტანსაცმლისა და აქსესუარებისთვის“, - განაცხადა PETA-ს წარმომადგენელმა.

Испанцы массово разделись догола и притворились трупами из жалости к животным




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე