აშშ რუსეთში კონკურენტს ხედავს - ლავროვი

საქართველო, თბილისი - 12:55 | 17.12.2018
ნანახია: 626

ვაშინგტონში ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში. აშშ რუსეთში კონკურენტს ხედავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რადიო „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 „მინდა აღვნიშნო, რომ ეს რუსოფობია დაკავშირებულია აშშ-ში შიდაპოლიტიკურ ბრძოლასთან, რა თქმა უნდა, ვინც არ უნდა იყოს რუსეთთან კეთილი ურთიერთობების მომხრე, აშშ- მაინც რუსეთში კონკურენტს ხედავს, ისევე როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, -აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, აშშ-ს რუსოფობიულმა კამპანიამ დღემდე ვერაფერი მოუტანა.

 „მაგრამ ამ პირობებშიც კი ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, არასდროს ვამბობთ უარს პროფესიონალურ საუბაზრე იმ სფეროების ირგვლივ, რომლებშიც ჩვენი პარტნიორები მზად იქნებიან თანასწორად, პატიოსნად განიხილონ არსებული საფრთხეები და პრობლემები“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე