რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს იწყებს

საქართველო, თბილისი - 12:36 | 17.12.2018
ნანახია: 607

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, კომისიების თავიდან დაკომპლექტებასა და არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" პერმანენტულ აქციებს იწყებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს, შევიდეს პოლიტიკურ პროცესში და დაბრუნდეს კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესებში.

„კატეგორიულად მოვითხოვთ უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და შევიდეს პოლიტიკურ პროცესში და დაბრუნდეს კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესებში. მოვითხოვთ ყველას დასჯას, ვინც ბღუჯა-ბღუჯა ყრიდა ბიულეტენებს საარჩევნო ყუთებში, იმ პიროვნების დასჯას, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორი, ყველა იმ პირის დასჯას ვინც გუშინ მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხნენ. ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, აქციები არ შეწყდება არცერთი დღე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 



 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე