მამაკაცმა რესტორნის კერძში უმსხვილესი მარგალიტი იპოვა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 17.12.2018
ნანახია: 700

ნიუ-იორკში ერთ-ერთი რესტორნის Grand Central Oyster Bar-ის სტუმარმა სადილობის დროს ხამანწკების კერძში დიდი მარგალიტი აღმოაჩინა. ამის შესახებ გაზეთი New York Post-ი წერს.

რიკ ანტოშმა კერძში ბარდის მარცვლისხელა მარგალიტი იპოვა, რომელიც თავიდან საკუთარი კბილი ეგონა.

რესტორნის შეფ-მზარეულის სენდი ინგბერის თქმით, მსგავსი აღმოჩენა იშვიათობაა. „აქ 28 წელია ვმუშაობ. რაც თავი მახსოვს, ეს მეორე აღმოჩენაა, იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურად ხუთი ათასზე მეტ ხამანწკას ვყიდით“, -აღნიშნა მან.

სპეციალისტების შეფასებით მარგალიტის ღირებულება 2-დან 4 ათასამდე დოლარს შეადგენს. რიკ ანტოშს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაიტოვოს თუ გაყიდოს ძვირფასი ქვა. მაგრამ ბედს კიდევ ცდის. „აუცილებლად დავბრუნდები რესტორანში და რამდენიმე მარგალიტის პოვნას ისევ შევეცდები, არასდროს იცი, როდის გაგიმართლებს“, - განაცხადა მან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე