პოლიციას კანონის ფარგლებში კირკიტაძის მიმართ ინტერესი რომ აქვს, ეს საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს - ნათია მეზვრიშვილი
საქართველო, თბილისი - 11:56 | 17.12.2018 ნანახია: 774ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციის ტექნიკის დაზიანებას, პარლამენტის წევრზე თავდასხმას, მუქარებს ანუ საკმაოდ ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ამ დანაშაულებრივი ფაქტების ჩამდენები. ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს პროცესები აი ასე, დღეს, ეტაპობრივად, დღის განმავლობაში წარიმართება ისევე როგორც სხვა, ანუ რა დროც დაგვჭირდება საგამოძიებო მოქმედებებისთვის - ამის შესახებ ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა
მისი თქმით, პოლიციას კანონის ფარგლებში კირკიტაძის მიმართ ინტერესი რომ აქვს, ეს საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს.
ზ'რაც შეეხება ბატონ კირკიტაძეს, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ვინმემ ნახა გუშინ ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, იქ თუ ნახეთ, ანუ პოლიციელზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი და ნივთების დაზიანებას ჰქონდა ადგილი, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს რატომ დაინტერესდა გამოძიება ბატონი კირკიტაძით, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციის გამოჩენასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პოლიციას კანონის ფარგლებში კირკიტაძის მიმართ ინტერესი რომ აქვს, ეს საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს.
„ჩვენ, გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, ფაქტობრივად ვსწავლობდით ყველა იმ გავრცელებულ ვიდეომასალას, აბსოლუტურად ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით გავრცელდა, იმისთვის რომ თითოეული ამ ქმედებისთვის მიგვეცა სამართლებრივი შეფასება. დიახ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი შეფასება მოხდებოდა და ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. გარკვეული პირები ჩვენ უკვე დავაიდენტიფიცირეთ. მოხდება ამ ადამიანების ზოგის დაბარება საგამოძიებო ორგანოში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ზოგის მიმართ, იქ სადაც სამართლებრივი საფუძველი იქნება, რა თქმა უნდა გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს გუშინ, იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რასაც საზოგადოება კარგად ხედავდა - ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციის ტექნიკის დაზიანებას, პარლამენტის წევრზე თავდასხმას, მუქარებს ანუ საკმაოდ ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ამ დანაშაულებრივი ფაქტების ჩამდენები. ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს პროცესები აი ასე, დღეს, ეტაპობრივად, დღის განმავლობაში წარიმართება ისევე როგორც სხვა, ანუ რა დროც დაგვჭირდება საგამოძიებო მოქმედებებისთვის.
რაც შეეხება ბატონ კირკიტაძეს, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ვინმემ ნახა გუშინ ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, იქ თუ ნახეთ, ანუ პოლიციელზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი და ნივთების დაზიანებას ჰქონდა ადგილი, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს რატომ დაინტერესდა გამოძიება ბატონი კირკიტაძით. მიიღებს ალბათ ბატონი კირკიტაძე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავთ და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. ჩემთვის ამ ეტაპზე, ამ წუთებში უცნობია რა საგამოძიებო მოქმედებაში იღებს მონაწილეობას, თუმცა პოლიციას ბატონი კირკიტაძის მიმართ იმ ვიდეოჩანაწერებიდან გამომდინარე, რაც გუშინ მთელმა საზოგადოებამ იხილა, ინტერესი რომ აქვს კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა ეს გასაკვირი საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს.
არა მხოლოდ ბატონ კირკიტაძეზეა საუბარი, იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც იყო. გვარებით და სახელებით სამწუხაროდ ახლა მე არ მინდა რომ მოვლენებს წინ გავუსწრო. საგამოძიებო მოქმედებებში ყველა ის ადამიანი, მათ შორის იქნება პოლიტიკური ლიდერი, მხარდამჭერი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის და ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა