საუდის არაბეთი აშშ-ის სენატის მიერ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში კრონპრინცის დადანაშაულებას ქვეყნის საქმეებში ჩარევას უწოდებს

საქართველო, თბილისი - 11:52 | 17.12.2018
ნანახია: 654

საუდის არაბეთი ამერიკელი სენატორების რეზოლუციას სამეფოს სქმეში ჩარევას უწოდებს და ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმესთან მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდის რაიმე კავშირს უარყოფს. ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

 „საუდის არაბეთი უარყოფს აშშ-ის სენატის მიერ გამოთქმულ პოზიციას, რომელიც ემყარება უსაფუძვლო პრეტენზიებსა და მტკიცებულებებს და წარმოადგენს სამეფოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, ზიანს აყენებს მის რეგიონალურ და საერთაშორისო სტატუსს“,- ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სენატმა მიიღო ორი რეზოლუცია, სადაც ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას კრონპრინცს აკისრებს. ასევე აშშ-ის ხელისუფლებას სთხოვს შეწყვიტოს იემენში ერ-რიადისამდი სამხედრო ოპერაციაში მხარდაჭერა. კონგრესის რეზოულიციები წმინდა დეკლარირებულ ხასიათს ატარებს.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ 2 ოქტომბერს გაუჩინარდა, მოგვიანებით საუდის არაბეთის პროკურატურამ მისი მკვლელობა აღიარა. პროკურატურის განცხადებით ჟურნალისტი საკონსულოს თანამშრომლებთან კონფლიქტის შედეგად გარდაიცვალა. ამ საქმესთან დაკავშირებით საუდის არაბეთის პროკურატურამ 21 ადამიანი დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე