ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით, ხვალ მთავარ პროკურატურასთან აქცია იგეგმება

საქართველო, თბილისი - 11:37 | 17.12.2018
ნანახია: 735

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით ხვალ, 18 დეკემბერს, 16:00 სათზე, მთავრ პროკურატურასთან აქცია იგეგმებაამის შესახებ „ფეისბუქში“  ზვიად გამსახურდიას შვილმა ცოტნე გამსახურდიან დაწერა.

„კვლავ აქ ვართ, ამ ტიალ შენობასთან. აქ დაიგეგმა ან "გაპრავდა" ყველაფერი, თუკი რაიმე სიბინძურე და ბოროტება მომხდარა ჩვენს უახლეს ისტორიაში... ფაქტობრივად, ამ ქვეყნის ყველაზე დახურული და ყველაზე უსინდისო მონსტრია!შეიძლება ითქვას, რომ მაშინ გვეშველება, როდესაც მოვა ხელისუფლება, რომელსაც ეყოფა ნება და სითამამე, აქ ჩადენილი საშინელებანი სააშკარაოზე გამოიტანოს და არ გაჰყვეს ცდუნებას - მისდიოს წინამორბედთა გზას!

ჩვენ არაფრის იმედი არა გვაქვს. არც ამათ მორალსა და სინდისზე გვაქვს ილუზიები. შესაბამისად, არც შიში გვაქვს რომ რამე ისე არ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდა. უბრალოდ, ვაკეთებთ, რაც სწორად მიგვაჩნია!

ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, მორალურ თანადგომას გვიცხადებს... დიდი მადლობა ყველას.

გელით ხვალ, 18 დეკემბერს 4 საათზე, მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციაზე“, - წერს ცოტნე გამსახურდია.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები - ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები მეოთხე დღეა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობენ. ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ითხოვენ.როგორც ცნობილია 2018 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე