სტრასბურგში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:20 | 17.12.2018
ნანახია: 791

სტრასბურგში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

აღნიშნულია, რომ მამაკაცი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მანამდე ექიმებმა მას ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს.

11 დეკემბერს საღამოს 29 წლის შერიფ შეკატმა საშობაო ბაზრობაზე გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. რის შემდეგაც მიიმალა.

12 დეკემბერს საღამოს სამართალდამცველებმა მსროლელის ლიკვიდირება მოახერხეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტეროროტსტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე