თითოეულ ფაქტზე ჩატარებული იქნება სრულფასოვანი გამოძიება, ყველა აგებს პასუხს მიუხედავად სტატუსისა - გიორგი გახარია
საქართველო, თბილისი - 09:57 | 17.12.2018 ნანახია: 756შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გურჯაანის სამედიცინო დაწესებულება, „ჯეო ჰოსპიტალში“ იმყოფებოდა, სადაც ველისციხეში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელები და აქციის მონაწილეები მოინახულა.
გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ შეაფასა ინაუგურაციის პარალელურად განვითარებული მოვლენები და განაცხადა, რომ თითოეული ფაქტს მიეცემა სამართლებრივი შეფასება და განურჩევლად სტატუსისა, დამნაშავეები იქნებიან პასუხისგებაში მიცემული.
„ჩვენ დღეს აქ მოვინახულეთ რამდენიმე ადამიანი. დღეს თელავში იყო ინაუგურაციის დღე და ის რაც მოხდა ველისციხეში იყო ჩვენი დიდი პრობლემა და ჩვენი დიდი სირცხვილი. მე კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, რომელმაც მოითმინა ის რაც მოითმინა.
იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ღირსეულად წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო. დღეს აქ 7 პოლიციელი მკურნალობს, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სახის დაზიანება, სხვადასხვა საგნით მიყენებული - ტვინის შერყევა ძირითადად. ზოგს ქვა მოხვდა, ზოგს ჯოხი, ზოგს კეტი და ასე შემდეგ.
ამასთან ერთად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქვე არის აქციის რამდენიმე მონაწილე, რომელიც ასევე მკურნალობს. ერთ ადამიანს აქვს სახის დაზიანება და არის ქალბატონი, რომელსაც აქვს დაბეჟილობა. მე მინდა ყველას ხაზგასმით მივუთითო ერთი რამ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დილიდან განსაზღვრული ჰქონდა კონკრეტული მარშრუტები. იცოდა ეს ყველამ, თუ არ იცოდა, ყოველ შემთხვევაში ყველას ჰქონდა იმის საშუალება, რომ ეს დაპირისპირება თავიდან აეცილებინა. ეს დაპირისპირება მოხდა ველისციხეში. თელავში იყო სიმშვიდე, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ყველგან ჩატარდა აქციები და ეს ხალხი დაიშალა წყნარად, მშვიდად. ამის შემდგომ არანაირ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.
მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ თითოეულ ფაქტზე ჩატარებული იქნება სრულფასოვანი გამოძიება. იქ სადაც დადასტურდება, ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციების შედეგად, პოლიციის მიმართ მიყენებული ან ფიზიკური, ან სიტყვიერი ან სხვა სახის ძალადობა, ან შეურაცხყოფა, ისევე როგორც სხვა აქციის მონაწილეების მხრიდან იყო გარკვეული დაზიანებები მიყენებული, ყველას შემთხვევა იქნება გამოძიებული დეტალურად. ყველა აგებს პასუხს მიუხედავად მათი სტატუსისა. დეპუტატი იქნება ეს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი თუ ვინც არ უნდა იყოს. არავის აქვს უფლება იძალადოს საქართველოს მოქალაქეზე, რიგით მოქალაქეზე. მით უმეტეს, არავის აქვს უფლება იძალადოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის წარმომადგენელზე, რომელიც მოწოდებული არიან დაიცვან მართლწესრიგი. ეს არის ერთმნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ყველა ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ ახლა მოვინახულეთ, როგორც ერთი მხარე, ასევე მეორე მხარე და გარწმუნებთ ხვალიდან დაიწყება აბსოლუტურად ობიექტური და ძალზედ აქტიური ქმედებები იმისთვის, რომ თითოეული დამნაშავე, რომლის მხრიდანაც იყო ძალადობრივი ქმედება დადასტურებული, იქნება სისხლის სამართლის, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - პასუხს აგებს კანონის წინაშე.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, საბედნიეროდ მძიმე შემთხვევა, რასაც ექიმები მეუბნებაინ, როგორც პოლიციის, ასევე აქციის მონაწილეთა მხარეს, დღეს აქ არ გვაქვს. იმედია, რომ უახლოეს დღეებში ამ ადამიანებს ვიხილავთ გამოჯანმრთელებულებს, რომლებიც გააგრძელებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას. თუმცა უნდა ვიცოდეთ, ერთი რამ: პოლიციამ დღეს უდიდესი პატივი სცა პრეზიდენტის ინსტიტუტს. რა თქმა უნდა, შეგვეძლო ვყოფილიყავით უფრო მკაცრი და უფრო უხეშიც. თუმცა, პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემიდან გამომდინარე და თითოეული ჩვენი მოქალაქის, გამოხატვის უფლებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვიქეცით ისე, როგორც მოვიქეცით და არ მგონია, რომ ვინმეს ეჭვი შეეპაროს იმ თმენის ვალდებულების ზღვრულ შესრულებაში, რომელიც პოლიციამ დღეს აჩვენა.
მე მინდა კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ პოლიციელს, რომელიც პასუხისმგებელია სხვა ადამიანის, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ბოდიში მოვუხადო, რომ მოუწიათ ამდენის თმენა და ვუთხრა დიდი მადლობა. ასევე მინდა ვუთხრა მათ, რომ ყველა ის შემთხვევა, როცა მათზე იყო აღმართული ხელი და მათ მიმართ გამოყენებული იყო სხვადასხვა ძალადობრივი ან სიტყვიერი ქმედება, შესაბამისი კანონის დაცვით იქნება დასჯილი. ჩვენ ამას დავიწყებთ ხვალინდელი დღიდან. ისევე, როგორც თუ რომელიმე პოლიციელმა შეურაცხყო, ან იძალადა საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, არ აქვს მნიშვნელობა რა აზრის გამომხატველზე, აქაც აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად პოლიცია იმოქმედებს კანონის სრული შესაბამისობით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა