გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს

საქართველო, თბილისი - 09:36 | 17.12.2018
ნანახია: 717

გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.

განცხადებები ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ გუშინ გამართულ აქციაზე გააკეთეს. ცნობილია, რომ პროტესტი გრძელდება.

უცვლელია მათიმოთხოვნები - გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გადადგეს ხელისუფლება. სიტყვით გამოსვლები რუსთაველის გამზირზე გვიანობამდე მიმდინარეობდა.

„ჩვენ უკვე გვექნება სიღრმისეული მსჯელობა გაერთიანების ლიდერებს, სადაც ჩამოვყალიბდებით ჩვენს სამოქმედო გეგმაზე. მოთხოვნები - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მთავრობა უნდა გადადგეს, იმიტომ, რომ ის დანაშაული რაც დღეს ჩაიდინეს პირდაპირ პროპორციულია, რომ მოვითხოვოთ მათი გადადგომა და სრული დელეგიტიმაცია აუცილებლად მოხდება სალომე ზურაბიშვილი,“-აცხადებს პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე  გიორგი ვაშაძე.

რუთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გუშინ გვიან ღამით აღდგა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე