ეს იყო პრინციპული არჩევანი, რომლის შეცლა ნიკა მელიას ბრიფინგებს არ შეუძლია - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 13:21 | 14.12.2018
ნანახია: 749

სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიულ სისტემაში არჩევნები ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო და 20%-იანი განსხვავება იყო, რომელსაც ვერანაირ გაყალბებას დააბრალებ, ეს დიდი უპირატესობაა- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა,გია ვოლსკიმ განაცხდა.

მისივე თქმით, მეორე ტურში საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი უთხრა იმაზე, რომ საქართველოს მომავლით შეიცვალოს წარსული, რაც, ვოლსკის განცხადებით, ყველასთვის მიუღებელია.

„ ეს იყო პრინციპული არჩევანი, რომლის შეცლა ნიკა მელიას ბრიფინგებს არ შეუძლია. ნიკა მელიას მეგობრებმა გამოაქვეყნეს და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ვითომ სკანდალური ბრიფინგი ჩაატარეს, საბოლოო ჯამში რა დავინახეთ? საზოგადოებას პირადობის მოწმობები გაყალბების მექანიზმად მიყიდეს, მაგრამ ეს არავინ დაიჯერა.

საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მოწმობები მათი ხელისუფლების დროს მოქალაქეებმა, ან მათმა ოჯახებმა მედიასაშუალებებს ჩააბარეს ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად. რამდენი ბრიფინგიც არ უნდა გამართოს, ასეთი ფაბრიკაციებიარჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს ვერ შეცვლის“,- განაცხადა ვოლსკიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე